Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
არ ვიცი ამ ლექსის ავტორი ვინაა, მე ემიგრანტი დედა ამ ლექსს გიძღვნით თქვენ ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
!❤️
გაიღიმეთ ჩემო ლამაზებო, მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მშვენიერია.❤️ ჩვენ დავბრუნდებით ❤️
მენატრებით!.. იცი, როგორ მენატრებით?
ვკვდები, სულის იარები მეწვის,
უცხო ქვეყნის მიწაზე ვარ, მაგრამ ყურში,
ისევ თქვენი გულის ფეთქვა მესმის!
როგორ მტკივა, როგორ მჩაგრავს სიმარტოვე,
როგორ ჩუმად გიბერდება დედა?!
შრომა ისე არ მიმძიმებს გულს და სხეულს,
როგორც თქვენი მონატრების სევდა...
თქვენ ხომ ბევრჯერ გაგიჭირდა უჩემობა,
ვერ ვიყავი მოზიარე დარდის,
ერთად ყოფნის სიხარულის მოლოდინში,
ჯიუტობს და დროც ნელ–ნელა გადის...
ნუ მიდარდებთ!... დავბრუნდები წლების მერე,
მძიმე შრომით მოქანცული ქალი,
არც მე ვდარდობ, უფრო მეტიც, ამაყი ვარ,
რადგან დედის მოვიხადე ვალი!😍😍

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9