Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
თუ გიყვარვარ კალამი არ აატირო,
შენს თვალებში სხვა რამ მინდა დავინახო,
სულ სხვა გრძნობა, უსაზღვრო და უნაპირო
პოეტის გულს ვერ გაუგებ თუ არ ევნე,
თუ არ იწვი, ცეცხლი თუ არ შეგხებია,
მე მზეს ვეძებ წვიმიანშიც სანუგეშოდ,
ნურც იფიქრებ, რომ ეს მხოლოდ ლექსებია.
თითო ლექსში ჩემი სულის ნაწილია,
მათში ვკინძე ყველა ცრემლი და ღიმილი,
თუ ლექსები შენთვის მხოლოდ სიტყვებია,
არ შემეხო, არ მომაყენო ტკივილი.
რაც გინდა თქვი, როგორც გინდა დამაჯერე,
მაგრძნობინე , რაც აქამდე ვერა ვნახე,
უსასრულოდაც დაგიცდი თუკი მეტყვი,
რომ ლექსებში ჩემი სული დაინახე.
თუკი შეძლებ ამ პატარა ლექსს გამოჰყვე,
მოისმინო წვიმის წვეთთა სიმფონია,
გავიხარებ, ვიტყვი ტყუილად არ მიცდია,
და რომ გრძნობას ზღვარი მართლა არ ქონია,
ლექსის მიღმა, გრძნობა თუ არ დაინახე,
ნუ მიმღერებ თანჯარასთან სერენადას,
ლექსის ფრთებზე ჩემთან ერთად თუ არ იფრენ,
ნუღარ იტყვა რომ პოეტი შეგიყვარდა. /ნანა მეტრეველი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев