Свернуть поиск
Правая колонка
სისულელეა მოგიძღვნა ლექსი,
როცა მე ამ ლექსს ვერ დავწერ ალბათ.
მე სიყვარულზეც ვერაფერს გეტყვი,
როცა გრძნობებმაც დამტოვეს ახლა.
არ მაქვს სიტყვები, რომ ავაჟღერო
ეს უჩუმარი, ცივი ტკივილი.
ჩემს სულში მხოლოდ ქარები დაძრწის ,
სარკმელთან ტირის ძველი ტირიფი.
ვერც დავხატავდი შენს სახეს ალბათ,
რადგან ფერებიც, სადღაც გამქრალა,
უბრალოდ ვიცი, რომ სუნთქვა მიჭირს,
რადგან შენ ახლა შორსა ხარ ჩემგან.
და რაკი ასე უსუსური ვარ,
მე მოგიძღვენი უსიტყვო ფიქრი,
მაგრამ მინდა ,რომ იცოდე ჩემო,
მე მართლა ძლიერ,ძლიერ, მჭირდები.
თამარელა.
2.12.2025 წელი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев