Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
სახეს ვარდისფრად თბილად მომფერავს
ჭიქა , რომელიც ჯერ არ შემისსვავს .
მოვა აპრილი . სახნისს მოჰკვერავს
და მამასავით მხარზე შემისვამს.
წლებო! ო , წლებო! - წახვედით საით?!
ეგებ ბავშვობის კარში შემიშვათ!
მოვა აპრილი და მამასავით
ურჩობისათვის მომცემს შენიშვნას .
გავიდა მარტი ... ცოტაც მოთბეს და
კუნთებს დაჰბერავს ძალა უშრეტი .
მოვა აპრილი . მარცვალს მოთესავს
და იფუებულ მიწას უშველის.
ალეკო ჩინჩალაძე . 01 04 . 19.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев