Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
"ქართველ ადამიანს ჰგონია ისეთი ძლიერი გენისაა, რომ ის არ დაიკარგება. მაგრამ სამშობლოს სჭირდება დახმარება", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა."დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტზე _ უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენ თანამემამულეთა შესახებ, ვინც უცხოეთშია. რა ეშველება იმათ? უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც ხედავს იქ. ჩვენი დიდი წინაპარი ამბობს - "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ქართველებმა არ დაკარგონ ენა, სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული... ქართველობა არ დაკარგონ? თუ ქართული სული დაიკარგა იმათში, ეს ადამიანები დაკარგულია. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დავუკავშიროთ სამშობლოს? ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა კონგრესი საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ არ დაივიწყონ ქართული ენა? ქართველი ადამიანი გვგონია ისეთი ძლიერი გენისა, რომ ის არ დაიკარგება, მაგრამ სჭირდება სამშობლოს დახმარება, ჩვენი შეხსენება", - აღნიშნა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ამერიკაში, ევროპასა და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს.
"ქართველ ადამიანს ჰგონია ისეთი ძლიერი გენისაა, რომ ის არ დაიკარგება. მაგრამ, სჭირდება სამშობლოს სჭირდება დახმარება. კათოლიკოს-პატრიარქი ვალდებულია, რომ იფიქროს და იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის. ამიტომ მოგმართავთ თქვენ. უპირველეს ყოვლისა, შევადგინოთ სია, თქვენი ნათესავების, რომლებიც არიან უცხოეთში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაკავშიროთ ისინი სამშობლოსთან. ძალიან ბევრია გასული უცხოეთში. მარტო რუსეთში, ალბათ მილიონზე მეტია. ჩვენ ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც იყვნენ წასული შაჰ-აბასის დროს. ის ჩვენი სისხლი და ხორცია. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმრებას, ამიტომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკასა და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერის გაერთიანებას. დიდება და მადლობა უფალს, მისი დიდი წყალობისთვის. მაგრამ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს ამის შესახებ. მე მინდა, რომ დავიწყოთ აღრიცხვა, რამდენი ქართველია უცხოეთში. რომ არცერთი მათგანი დავიწყებული არ არის. ყოველ ქართველს, ყოველ ჩვენს თანამემამულეს სამშობლო ელოდება საქართველოში... საქართველო გელოდებათ თქვენ! ელოდება თქვენს ჩამოსვლას. როგორც მშობელი დედა ისე მიგიღებთ თქვენს სამშობლოში",-ბრძანა პატრიარქმა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 18