ხვალ საქართველოს ყველა მომქმედი მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად საქართველო აღნიშნავს მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულს.
როგორც ცნობილია იერუსალიმში სამი სასწაული ზებუნებრივი მოვლენა აღინიშნება საუფლო დღესასწაულებთან დაკავშირებით..
1)---აღდგომას- ---ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა.
2)----ნათლისთებას-----მდინარე იორდანეს უკუქცევა,
3)----ფერიცვალების ღამეს------თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.
უფალმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს... მართალია ეს ლამაზი დღესასწაული მარიამობის მარხვაში აღესრულება ,მაგრამ ხვალინდელი დღე იძლევა ნებას ერთი ბოკალით დალოცვისას...
და ბოლოს ღმერთმა ინებოს, რომ წყალობა, მშვიდობა და ურთიერთ პატივისცემა სუფევდეს ჩვენ შორის .თვითოეული ჩვენთაგანის სულში შემოსულიყოს თბილი ნათელი და ლამაზი ფერები .ფერები რომელიც სათნოებასა და სიყვარულს ჩაგვისახავდა ერისა და უყფლის წინაშე.
ხვალ მოხდება თავლისა და ხილის კურახება...
კურთხევის მადლით აღვსილვიყავით ყველანი და აღვსილიყოს და განწმენდილიყოს ადამის შენაცოდები მიწა და ყოველი ნაყოფი მისი ....ამინ!
მ . რ.
Комментарии 2