Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ნიკო მარი: ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.
პროფესორი რიჩარდ მეკელიანი, ქართველოლოგი: გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს.
ალბათ ყველას გვახსოვს კინოფილმ „ფესვების“ ფინალი, როცა მის მთავარ გმირს, ემიგრანტ ქართველს, შორეულ საფრანგეთში, სიკვდილის წინ ავიწყდება უცხო ენები და მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს. ამ ემიგრანტი ქართველის პროტოტიპი გახლდათ უცხოეთში გადახვეწილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. გრიგოლ რობაქიძე ვარლამზე მოგვითხრობს „გასაშტერებელ ამბავს იმისა, თუ რა ღრმად იყო იგი იმ ძირებში ჩაფესვილი ბავშვობიდანვე“: „სამშობლოს გარეთ მყოფს გადავიწყებული ჰქონდა ქართული. იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული. სიკვდილის ჟამს რუსულიც დავიწყებოდა, ინგლისურიც და ფრანგულიც - თურმე ქართულად იწყო ლუღლუღი. აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი“.
მარჯორი უორდროპი: ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას. საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა.
რუსი ენათმეცნიერი პ.კ. უსლერი (1816-1875): ქართული ანბანი უკლებლივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია“.
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე: ადამიანს მოაქვს ამ სოფლად თან სხვა საუნჯენიც, სხვა სიმდიდრენიც და ერთი სიმდიდრე ამ სიმდიდრეთა შორის არის მისი ენა. ქართული ენა - დედაენა! რამდენი დაწერილა ამ თემაზედ და ყველა ამ ნაწერებს, ცოტაოდენი გამონაკლისით, თავი რომ მოვუყაროთ და ამ სასწორზედ დავდვათ და მეორე მხარეზედ - მხოლოდ ერთი სიტყვა ამ ენის - ეს ერთი სიტყვა, თვის სიმძიმით და შინაარსით ბუმბულივით აისვრიდა ცაში ყველა ამ ნაწერებს. ტკბილი, მშვნიერი, საამური, ლამაზი, ფაქიზი, სადა, მარტივი, მდიდარი, მოხდენილი და ღმერთმა იცის, კიდევ სხვა რა სახელწოდებით იხსენიებენ ამ ჩვენს ქართულ ენას. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი კი ამ ენას უფრო მაღალი სახელწოდებით იხსენებს. ეკლესიისთვის ეს ენა, ეს სიტყვა არის ღვთიური საწყისის: „პირველიდგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა“. ჩვენი ერისთვის სიტყვა ნიშნავს იმავე დროს აზროვნებას, რომელიც მას განარჩევს პირუტყვისაგან... ჩვენ გვაქვს სიტყვა განცდილი, გამომუშავებული, ჩვენი წინაპრის მიერი ნაფიქრი და ნააზრევი, ერის მიერ შექმნილი და ამიტომაც არის, რომ ქართული სიტყვა, 2000 წლის, დღეს ჩვენთვის ესევე გასაგებია, როგორც იყო გასაგები ამ ორი ათასი წლის წინათ.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4