
ქართულ სიმღერას როცა მოისმენ.
ქართულ სიმღერას როცა მოისმენ,აღფრთოვანდები!ქართულო ნიჭო და ატირდები ისევ და ისევ.ნეტავი ასე ვინ მღერის ბიჭო?!
ისმენ და თავი ღმერთი გგონია!ფიქრობ,სამყარო მხოლოდ შენია!სხვაგან ასეთი გაგიგონია?!ასე,სიმღერით სად გიშველიან?!
რა ხმაა!აუ..სისხლი ჰყივა და ძარღვებში გიჩქეფს როგორც ჩანჩქერი!შემეძლოს,ყველა სნეულს მივალ და მე ამ სიმღერით გადავარჩენდი!
ქართულ სიმღერას როცა მოისმენ,სულში სახლდება ღმერთი ხილულად!ხელის კანკალით თვალებს მოისრესს,ცრემლიან თვალებს..კვდები გმირულად,
კაცი ომში და არ გენანება!ამის მოსმენა სიცოცხლედ ღირდა!ჰა,ცხრა სიცოცხლე დაგებადება!ჰა,ხმა მოისმის იმ წარსულიდან.
კავკასიონსაც შეაზანზარებს ეს ხმა!ჩამორეკს ვასკვლავთ ზარივით!მკვდრეთით აღადგენს ისევ,ლაზარეს!იღიმი,მორცხვი პატარძალივით.
სიტყვები თითქოს საქართველოა,წარსული,აწმყო და ისტორია!ეს ხომ ისეთი სასახელოა,თურმე ტყუილად არ მიცხოვრია..
ექო შორეულ კლდეებს ასკდება და გიბრუნდება ბუმერანგივით.სიხარულისგან გული გასკდება და თითქოს მზე ხარ ცაზე ამ დილით.
ქართულ სიმღერას როცა მოისმენ,ილაბირინთე,არ გამარტივდე.!ჩვენ რომ ვმღერივართ,არავინ ისე...რა ქართველი ხარ,რომ არ ატირდე..
მამუკა უნგიაძე
1 комментарий
5 классов
გურული გამოთქმები
შენ დეიღუპე გარშოკზე..
შენ არ წაი და არმოი
ბალზე ხარ და ტყემალს ჭამ
ყრუებიზა და აბდლებიზა რადიო ორჯერ არ ლაპარაკობს
რომ გწეპეფ,შეგაძვრენ გამონაძრომში...
იმფერს ამოგაპანჩურეფ,ორმოცი და წლისთავი ხაერში მოგისწრეფს
წაკუნცხულზე ალალია
სამ ჭიქას სუამს მარა,ხარივით
შენ რომ სუამ იმდენს ცალ ყურში ჩევისხამ
ლანდი გაგდის ყურებში.
რაკაია ბახმარო!გასუქდები გამხმარო
რაკაია ნივა!ჩაჟდები და მივა
შენდა უბუთქებია ავრორას
ფაჩიკოს გარმონივით რომ გაქ მაი ყურები დაფიჩორებული
ვაი შენ უკუღმა დაბადებულო
რომ დეიბადე ინსტრუქცია არ მოგყვა?!
მაი თავი იმიზა გაქ,წყალი რომ არ ჩაგივიდეს?!
შენია,რომ ბუთქეფს ჟენია
შენ,უშაფათო კვირეში ილაპარიკე
მამუკა უნგიაძე
1 комментарий
4 класса
მსუნაგი მელა
მე პატარა ნიკა ვარ!
მალე ექვსის გავხდები.
ერთხელ,მელამ იკადრა,
შეგვიჭამა ქათმები.
ეს მსუნაგი მელია
რომ არაფრით არ ძღება,
საქმე გამოელია?!
საქათმეში დაძვრება!
ბაბუამ რომ დაუგო
საქათმესთან ხაფანგი,
უმალ ალღო აუღო..
არ გაება აქამდი.
მამა თოფით დარაჯობს.
მაინც ვერ დაიჭირა.
ტყავი უნდა გავაძვრო..
ნახავს თუ რა ბიჭი ვარ!
დედა ხმას არ გასცემს და
ძაღლი მაინც ეყიდა.
ბებო ისე გაცეცხლდა,
ჯოხით გამოეკიდა.
ეს მსუნაგი მელია!
მელა შენთან ბოდიში
შენ ქათმების ჭერია,
წუწკობას არ მოიშლი?!
მამუკა უნგიაძე
1 комментарий
0 классов
მსუნაგი მელა
მე პატარა ნიკა ვარ!
მალე ექვსის გავხდები.
ერთხელ,მელამ იკადრა,
შეგვიჭამა ქათმები.
ეს მსუნაგი მელია
რომ არაფრით არ ძღება,
საქმე გამოელია?!
საქათმეში დაძვრება!
ბაბუამ რომ დაუგო
საქათმესთან ხაფანგი,
უმალ ალღო აუღო..
არ გაება აქამდი.
მამა თოფით დარაჯობს.
მაინც ვერ დაიჭირა.
ტყავი უნდა გავაძვრო..
ნახავს თუ რა ბიჭი ვარ!
დედა ხმას არ გასცემს და
ძაღლი მაინც ეყიდა.
ბებო ისე გაცეცხლდა,
ჯოხით გამოეკიდა.
ეს მსუნაგი მელია!
მელა შენთან ბოდიში
შენ ქათმების ჭერია,
წუწკობას არ მოიშლი?!
მამუკა უნგიაძე
1 комментарий
4 класса
ცად მივალ, ღრუბელს მივყვები,
ჩემი სავალი გრძელია.
იქ წიგნი უნდა მოვძებნო,
სადაც რომ ჩემზე სწერია.
მწერალთან უნდა მივიდე,
ვკითხო,რატომ წერს დარდიანს.
ჩემი დღეები ნაცრისფერ,
ბილიკზე რატომ დადიან.
ანდა, სანამდის აქა ვარ,
რიღასთვის მაცოდვილებსა.
ავი იღბალი ჩემს გულზე,
ბასრ კბილებს რატომ ილესავს.
ვინიცის იქნებ გავიგო,
რისთვის ვისჯები იმისთვის,
რის ჩადენასაც არასდროს,
არ დამანებებს სინდისი.
მიწაზეც ვერ დავბრუნდები,
ნაწყენი,არსად დამტოვებს
და ჩემს ნასესხებ სიცოცხლეს,
მევალე დაიმარტოვებს
78 комментариев
418 классов
ენძელა და ია
(საბავშვო ლექსი)
ენძელამ უთხრა იასო:
_არ შევუშინდეთ ნიავსო.
მარტი დამდგარა,გაზაფხულს ყველგან სიცოცხლე მიაქვსო..
თავი ამოვყოთ მიწიდან,
ხალხს გაზაფხული ვახაროთ!ზამთარი ისე გვიჭირდა..თავი სინაზით დავხაროთ.
ჩვენ ამოვდივართ პირველი ყვავილებს შორის რადგანაც,გამოვიღვიძოთ!იები მიართვან დედებს.დამდგარა,
ჩვენი დრო!გაუხარდებათ.
გაზაფხულია ნამდვილი!
მე დაგიდგები თავდებად.
უკვე მახურავს მანდილი...
თავი ამოჰყო იამა:
_ჰა,მეგობარო,მოვედი!
მზე ამოსულა!მეამა.
ლექსებს მოგვიძღვნის პოეტი.
ეს ლურჯი კაბა ჩავიცვი!
შეხედე როგორ მიხდება..
უჩვენოდ მარტი არ ვიცი.
არც გაზაფხული იქნება!
დედის საჩუქრად მე მთვლიან!თქვა,მორცხვად თავი დაჰხარა.ენძელას გადაეხვია და გაზაფხული ახარა.
მამუკა უნგიაძე
1 комментарий
8 классов
Фильтр
Добавил видео
18:26
Добавил видео
03:47
- Класс
18:26
Добавил видео
03:59
- Класс
загрузка
Показать ещёНапишите, что Вы ищете, и мы постараемся это найти!
Левая колонка
О группе
- საქართველო, Батуми