Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
დედები,დიდები,სევდები...
კალთები,ცრემლების სანდობად
და თმებზე მთრთოლვარე ხელები...
დედებსაც გვჭირდება ნუგეში,
დაღლილი ფიქრების განდობა.
სათქმელი გულიდან-უბეში
და სულში უთქმელად ჩაწვდომა...
რამდენი გამოცდა,ჩავლილი...
რამდენი წინ კიდევ,რამდენი...
ვერავის შევხვდებით დედის მსგავსს,
დედაა ყველაფრის გამგები...
დრო მიდის,ჩვენც გავხდით დედები
და მაინც ,ბავშვებად გველიან.
დედებმა იციან ჩვევები,
ლოცვებსაც სიმღერად მღერიან.
დღეს მეც რომ დედა ვარ დედიკო,
დრო ვერ ცვლის,სულ უფრო მჭირდები.
ოღონდაც,ჩემს გვერდით შენ იყო,
სულ კარგად ვიქნები,გპირდები...
დედა ვარ,შენ უკვე ბებია,
შენ ჩემი შვილების იმედი.
დღეს ვიცი დედობა ძნელია,
მეც დედად თან და თან ვიზრდები...
მჭირდები დღითი-დღე,ძალიან...
დაღლილი მკლავები ჩამჭიდე..
წამითაც არასდროს მომცილდე,
ვინ იცის,რარიგად დამჭირდე.....

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев