Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
الْحِرَ وَ الْحَرِيرَ وَ الْخَمْرَ وَ الْمَعَازِفَ.
ებუ ‘ამრ ან ებუ მალიქ ელ-ეშ’არი (კ.ა.მ.) შუამავლისგან (ა.ლს.მ.) ასე გადმოგვცემს:
“ვფიცავ, რომ ჩემს უმმეთში თავს იჩენს ისეთი ხალხი, ვინც მრუშობას, აბრეშუმს, ღვინოსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს ჰალალად მიიჩნევს.”[1]
لَيَشْرَبَنَّ نَّاسَ مِنْ أُمَّتِي الْخَمْرَ
يُسَمُّونَهَا بِغَيْرِ اِسْمِهَا، يَضْرِبَ عَلَى رُؤُوسِهِمْ بِالْمَعَازِفِ
وَالْقِينَاتِ، يخسف اللهُ بِهِم الْأَرْض. وَ يَجْعَلَ مِنْهُم الْقِرَدَةَ وَ
الْخَنَازِيرَ.
ებუ მუსა ელ-ეშ’არი (კ.ა.მ.) ასე გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ასე თქვა:
“ჩემი უმმეთიდან ზოგიერთები აუცილებლად დალევენ ღვინოს და მას სხვა სახელით მოიხსენებენ. მათ თავზე მუსიკალურ ინსტრუმენტებს დაუკრავენ, მოცეკვავე გოგონები იცეკვებენ და იმღერებენ. ალლაჰი მათ ქვესკნელში მოაქცევს, მათ მაიმუნებად და ღორებად გადააქცევს.”[2]მაგარია! 1ისლამის სკოლა
صَوْتَانِ مَلْعُونَانِ فِي الدُّنْيَا وَ الآخِرَةِ:
مِزْمَار عَنْدَ نِعْمَةِ، وَ رنَّة عِنْدَ مُصِيبَةِ.
ენეს ბინ მალიქი (კ.ა.მ.) გადმოგვცემს, ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) თქვა:
“ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც ორი წყეული ხმა არსებობს: სიხარულის დროს ზურნის ხმა და მწუხარების დროს გოდება.”[3]
إِنِّي لَمْ أَنْه عَنِ الْبَكَاءِ، وَ لَكِنِّي
نَهَيْتُ عَنْ صَوْتَيْنِ أَحْمَقَيْنِ فَاجِرَيْنِ: صَوْتُ عِنْدَ نِغْمَةِ
لَهْو، وَ لَعْب وَ مَزَامِيرُ الشَّيْطَانِ، وَصَوْتِ عِنْدَ مُصِيبَةِ، لطم
وُجُوه، وَ شقّ جُيُوبِ، وَ رنّة شَيْطَانِ.
ჯაბირ ბინ ‘აბდულლაჰი, ‘აბდურრაჰმან ბინ ავფისგან (კ.ა.მ.) გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ასე თქვა:
“მე ტირილი არ ამიკრძალავს. მე მხოლოდ სულელური და ცოდვილი ორი ხმა ავკრძალე: პირველი სიხარულის დროს ცეკვა-თამაში, სატანის ზურნები და მათთან ერთად წარმოთქმული სიტყვები. მეორე მწუხარების დროს სახეების ხოკვა, მკერდზე სამოსელის შემოხევა და სატანისეული ხმით გოდება.”[4]მაგარია! 1ისლამის სკოლა
إِنَّ اللهَ حَرَّمَ عَلَيَّ (أَوْ حَرَّمَ) الْحَمْرَ،
وَ الْمَيْسَرَ، وَ الْكُوبَةَ، وَ كُلَّ مُسْكِرِ حَرَامٌ.
‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბადი (კ.ა.მ.) გადმოგვცემს, ალლაჰჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ასე თქვა:
“უეჭველად ალლაჰმა მე ამიკრძალა (ან ზოგადად აკრძალა) ღვინო, ყუმარი და დოლი. ყოველი მათრობელა ჰარამია.”[5]
إِنَّ اللهَ عَزَّ وَ جَلَّ حَرَّمَ الْخَمْرَ، وَ
الْمَيْسَرَ، وَالْكُوبَةَ، وَ الْغُبَيْرَاء، وَ كُلَّ مُسْكِرِ حَرَام.
‘აბდულლაჰ ბინ ‘ამრ ბინ ალ-‘აასის (კ.ა.მ.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ასე თქვა:
“უეჭველად უზენაესმა ალლაჰმა ღვინო, ყუმარი, დოლი და ღუბეირა (ქერისგან დამზადებული სასმელი) აკრძალა. ყოველი მათრობელა აკრძალულია.”[6]
إِنَّ اللهَ حَرَّمَ عَلَى أُمَّتِي الْخَمْرَ، وَ
الْمَيْسَرَ، وَالْمِزْرُ، وَ الْكُوبَةَ، وَ الْقِنِّينَ، وَ زَادَنِي صَلَاةَ
الْوِتْرِ. قَالَ يَزِيد بِنْ هَارُون: اَلْقِنِّين: اَلْبَرَابِطُ.
ფერაჯ ბინ ფედაილი, იბრაჰიმ ბინ ‘აბდურრაჰმან ბინ რაფი’ისგან, ის თავისი მამისგან გადმოგვცემს, ‘აბდულლაჰ ბინ ‘ამრი (კ.ა.მ.) ალლაჰის შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) სახელით გადმოგვცემს:
“უეჭველად ალლაჰმა ჩემს უმმეთს აუკრძალა ღვინო, ყუმარი, მიზრი (ხორბლისა და ქერისგან დამზადებული ერთგვარი სასმელი) დოლი და სიმებიანი საკრავი. ასევე დამემატა ვითრის ნამაზი.”[7]მაგარია! 1ისლამის სკოლა
إِنَّ رَبِّي تَبَارَكَ وَ تَعَالَى حَرَّمَ عَلَيَّ
الْخَمْرَ، وَ الْكُوبَةَ، وَ الْقِنِينَ، وَإِيَّاكُمْ وَ الْغُبَيْرَاء
فَإِنَّهَا ثلث خَمْرِ الْعَالَمِ.
‘უბეიდულლაჰ ბინ ზაჰრი, ბექრ ბინ სევასგან ის კი ყაის ბინ სა’დისგან გადმოგვცემს:
“ჭეშმარიტად უზენაესმა ალლაჰმა ამიკრძალა ღვინო, დოლი, სიმებიანი საკრავი. ასევე უფრთხილდით ხორბლისა და ქერისგან დამზადებულ სასმელსაც. რადგან ის ამქვეყნიური ღვინის ერთი მესამედია.”[8]
يَكُونُ فِي أُمَّتِي قَذف، وَ مَسخ، وَ خَسف. قِيلَ:
يَا رَسُولُ اللهِ! وَ مَتَى ذَالِكَ؟ قَالَ: إِذَا ظَهَرَتِ الْمَعَازِفَ، وَ
كَثْرَتِ الْقيان، وَ شُرِبَتِ الْخَمْرَ.
‘იმრან ბინ ჰუსეინი (კ.ა.მ.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ასე ბრძანა:
“ჩემს უმმეთში თავს იჩენს ჩაქოლვები, სხვა არსებად გადაქცევები და მიწის ქვეშ ჩაძირვები. იქ მყოფებმა იკითხეს:
-ალლაჰის შუამავალო! როდის მოხდება ეს ყველაფერი? მან უპასუხა:
-მაშინ როდესაც თავს იჩენს მუსიკალური ინსტრუმენტები, გამრავლდებიან მომღერალი ქალები და ღვინის სმას დაიწყებენ.”[9]მაგარია! 1ისლამის სკოლა
لَيَمْسَحَنَّ قَوْمً وَ هُمْ عَلَى أَرِيكَتِهِمْ
قِرَدَة وَ خَنَازِيرَ؛ لِشرْبِهِم الْخَمْرَ، وَ ضَرْبِهِمْ بِالْبَرَابِطَ وَ
الْقيانَ.
ებუ’ლ-‘აბბას ელ-ჰემედანი, ‘უმარე ბინ რაშითისგან, ის კი ალ-გაზი ბინ რაბი’ასგან, შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს:
“სავარძელზე მსხდომიარე ერთი საზოგადოება მაიმუნებად და ღორებად გადაიქცევიან. ეს იმიტომ, რომ ისინი ღვინოს სმენ, სიმებიან საკრავს უკრავენ და ქალებს ამღერებენ.”[10]
قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ:
إِذَا اسْتَحَلَّتْ أُمَّتِي سِتًّا فَعَلَيْهِم الْدمَارَ: إِذَا ظَهَرَ فِيهِم
الْتَلَاعَنَ، وَ شرَبُوا الْخَمْرَ، وَ لَبِسُوا الْحَرِيرَ، وَ اتَّخَذُوا الْقيَانَ،
وَ اكْتَفَى الرِّجَالَ بِالرِّجَالِ، وَ النِّسَاءَ بِالنِّسَاءِ.
ენეს ბინ მალიქი (კ.ა.მ.) გადმოგვცემს ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) თქვა:
“როდესაც ჩემი უმმეთი ექვს რამეს ჰალალად მიიჩნევს ისინი განადგურდებიან. როდესაც ერთმანეთს წყევლას დაუწყებენ, ღვინოს დალევენ, აბრეშუმს ჩაიცმენ, მომღერალ მსახურებს შეიძენენ და როდესაც კაცები კაცებით და ქალები ქალებით იკმარებენ.”[11]მაგარია! 1ისლამის სკოლა
قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ:
لَا يحلّ بَيْعَ الْمُغَنِّيَاتِ، وَ لَا شِرَاؤُهُنَّ، وَ لَا تِجَارَةَ
فِيهِنَّ، وَ ثَمَنهُنَّ حَرَامٌ. وَقَالَ: إِنَّمَا نَزَلَتْ هَذِهِ الْآيَةَ فَي
ذَالِكَ: (وَ مِنْ النّاسِ مَنْ يَشْتَرِي لَهْوَ الْحَدِيثِ) حَتَّى فَرَغَ مِن
الْآيَةِ، ثًمَّ أَتْبَعَهَا: وَالَّذِي بَعَثَنِي بِالْحَقِّ مَا رَفَعَ رَجُلُ
عَقِيرَتَهُ بِالْغِنَاءِ، إِلَّا بَعَثَ اللهُ عَزَّ وَ جَلَّ عَنْدَ ذَلِكَ
شَيْطَانِينَ يَرْتَقِيَانِ عَلَى عَاتِقَيْهِ، ثُمَّ لَا يَزَالَانِ يَضْرِبَانِ
بِأَرْجُلِهِمَا عَلَى صَدْرِهِ –وَ أَشَارَ إِلَى صَدْرِ نَفْسِهِ- حَتَّى
يَكُونَ هُوَ الَّذِي يَسْكُت.
ებუ ‘უმამე (კ.ა.მ.) გადმოგვცემს, ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ასე თქვა:
“მომღერალი ქალების გაყიდვა, ყიდვა, მათით ვაჭრობა ჰალალი არ არის. ასეთი ვაჭრობით მოგებული ფულიც ჰარამია. ამის შემდეგ ეს აიათი წაიკითხა:
‘ადამიანებს შორის (არიან ისეთებიც) ვინც ყიდულობს ფუჭ სიტყვას რათა უცოდინრობით აცდუნონ ალლაჰის გზას და აიგდონ მასხრად. აი სწორედ მათთვისაა დამამცირებელი სასჯელი.’[12] და თქვა, რომ ეს აიათი ამის შესახებ ჩამოავლინა უზენაესმა, შემდეგ ასე განაგრძო:მაგარია! 2ისლამის სკოლა
ვფიცავ მას ვინც წარმომგზავნა ჭეშმარიტებით, რომ კაცი თუ მაღალი ხმით სიმღერას დაიწყებს ალლაჰი მას ორ სატანას გამოუგზავნის, რომლებიც მის მხრებზე შემოსხდებიან. სანამ ეს არ გაჩუმდება მანამდე ისინი ფეხის ქუსლებით ურტყამენ მკერდზე. ამ დროს შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ხელით საკუთარ მკერდზე მიუთითა.”[13]
“ვინც მომღერალი ქალისგან სიმღერას მოუსმენს მას ორივე ყურში გამდნარ ტყვიას ჩაასხმენ.”[14]
“როგორც წყალი აღვივებს თესლს, მუსიკაც ისე აღვივებს გულში ნიფაყს.”[15]
“რომელიმე თქვენგანის ორგანიზმში ჩირქი რომ გაივსოს უკეთესია, ვიდრე მასში ლექსი გაივსებოდეს.”[16]
“მებრძანა, რომ გავანადგურო მუსიკალური ინსტრუმენტები.”[17]მაგარია! 1ისლამის სკოლა
“თუკი ჩემი უმმეთი თხუთმეტ სიავეს ჩაიდენს მათ სასჯელი მოელით. იქ მყოფებმა კითხეს:
-ალლაჰის შუამავალო! ეს რა სიავეებია? მან უპასუხა:მაგარია! 1ისლამის სკოლა
-ესენია: როდესაც ქონება გარკვეული კლასის ხალხის ხელში იქნება დაგროვილი, როდესაც ამანათს უღალატებენ და პატრონს აღარ დაუბრუნებენ, როდესაც ზექათს ანგარებით გასცემენ, როდესაც ქმრები ცოლების მმართველობაში შევლენ, როდესაც დედებს პატივს არ სცემენ, როდესაც კაცი მეგობრის მიმართ კარგი იქნება ხოლო საკუთარი მამის მიმართ ცუდი, როდესაც მეჩეთში ალლაჰისა და შუამავლისთვის მოუწონარი ფორმით ხმას აიმაღლებენ, როდესაც მდაბიონი საზოგადოების მმართველად მოევლინებიან, როდესაც კაცს მაშინ სცემენ პატივს, რადგან მისი სიავისგან უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როდესაც ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელები ბლომად მოხმარების საგნად იქცევა, როდესაც უქმედ ხარჯვას მიჰყოფენ ხელს და აბრეშუმით შეიმოსებიან, როდესაც მომღერლები გამრავლდებიან და ყოველი საქმისთვის მათ მოიპატჟებენ, როდესაც ყოველგვარი მუსიკალური ინსტრუმენტები გავრცელდება და მათი შეძენა გაადვილდება, როდესაც ამ უმმეთის ახალი თაობა წინაპარებს ლანძღვას დაუწყებს. როდესაც ეს ყველაფერი თავს იჩენს მაშინ უნდა ელოდეთ გამანადგურებელ ქარს ან მიწაში ჩაძირვას ან სხვა არსებად გადაქცევას და მსგავ სასჯელს.”[18]მაგარია! 1ისლამის სკოლა
[1] ბუხარი, ქითაბუ’ლ-ეშრიბე; ფეთჰუ’ლ-ბაარი, X/51/5590.
[2] ბუხარი, თარიჰ, I/1/305.
[3] ბეზზარ, ქეშფუ’ლ-ესთარ, I/377,
795.
[4] ჰაქიმ, IV/40; ბეიჰაყი, IV/69; შუ’აბუ’ლ-იმან, VII/241,
1963-1064; იბნი ები’დ-დუნია, ზემმი’ლ-მელაჰი.
[5] ებუ დავუდ, 3696; ბეიჰაყი, X/221; აჰმედ ბინ ჰანბელ, I/274.
[6] ებუ დავუდ, 3685, ტაჰავი, შერბუ მე’ანი’ლ-ასრ, II/325; ბეიჰაყი, X/221-222; აჰმედ, II/158.
[7] აჰმედ ბინ ჰანბელ, II/165, 167, ტაბერაანი, XIII/51-52, 127.
[8] იბნი ები შეიბე, მუსანნეფ, VIII/197,
4132; ბეიჰაყი; აჰმედ ბინ ჰანბელ, III/422, ეშრიბე, 27; იბნი ‘აბდილჰაქემ, ფუთუჰუ მისრ, 273; ტაბერანი, ალ-მუ’ჯემუ’ლ-კებირ, XVIII/352, 897.ისლამის სკოლა
[9] თირმიზი, ფითენ, 2213; იბნი ები’დ-დუნია, ზემმუ’ლ-მელაჰი.
[10] იბნი ები’დ-დუნია; იბნი ასაკირ, თარიჰუ დიმეშყ, XII/582.
[11] ტაბერანი, მუ’ჯემუ’ლ-ევსატ, I/59/1060; ბეიჰაყი, შუ’აბუ’ლ-იმან, V/377-378.
[12] სურა ლუყმან, 31/6-ე აიათი.
[13] ტაბერანი, ალ-მუ’ჯემუ’ლ-ქებირ, VIII/7749, 7805, 7825, 7855,
7861, 7862.
[14] ბუხარი, რუია, 45.
[15] ებუ დავუდ, ფითენ, 12.
[16] ბუხარრი, ედებ, 92; მუსლიმ, შიირ, 7-9; ებუ დავუდ, ედებ, 87; დარიმი, ედებ, 60.
[17] ბუხარი, მეზალიმ, 32; აჰმედ ბინ ჰანბელ მუსნედ, V/257.
[18] თირმიზი, ფითენ, 38; აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, V/329.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев