Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
-მე ასე გეტყოდით:
,,ვეფხისტყაოსანი” არის არა მხოლოდ მსოფლიო დონის ლიტერატურული შედევრი, როგორც მას კაცობრიობა აღიარებს, არამედ უაღრესად სასულიერო
– საეკლესიო ნაწარმოებიც!..
უდიდესი პოეტური ხელოვნებით, შაირებში შეფარულია დიდი სულიერი სიბრძნე,
საიდუმლო და წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის საქართველოს გაბრწყინებაზე....
,,ვეფხისტყაოსანი” არის ქართული სულის უკიდეგანო სამყარო.
სულიერების ისეთი სიმაღლე, რომელსაც დღემდე ვერ მიაღწია მსოფლიოში ვერც ერთმა ერმა და აწი – მით უმეტეს!…
ეს არის ქართული ეკლესიის წინასწარმეტყველების და იგავთმეტყველების საუკეთესო ნიმუში, რომლის გასაღები, სამწუხაროდ,
ქართულმა ეკლესიამ დიდი ხნის წინათ დაკარგა (არ ვამბობ ცალკეულ წმიდანებზე, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ დრომდე და თაობიდან თაობებს გადასცემდნენ).
,,ვეფხისტყაოსანი” არის სულიწმიდის ჩაგონებით შექმნილი ნაშრომი და შეუძლებელია მის სულიერ სამყაროში შეღწევა...
ქართულ–ქრისტიანული სულიერი ხედვისა და ცოდნის გარეშე.
-კიდევ ვიმეორებ:
ჩვენ ვართ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტი ღმერთის ჭვრეტის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი.
ასევე, სამყაროს შექმნისა და მართვის საიდუმლოებების ღვთაებრივი ცოდნა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ბოროტი არ გვეშვება.
ვინ და რა ჯურის დამპყრობელი არ აღძრა მან ჩვენს წინააღმდეგ.
ისინი აქ მხოლოდ ვაზის ასაჩეხად არ მოსულან, ისინი აქ დიდ საიდუმლოს ეძებდნენ!…
მტრობა და შუღლი არც ერთმორწმუნე ერებმა დაგვაკლეს.
მიწა–წყალ დაკარგულ ქართველებს რწმენაც შეგვირყიეს.
განსაკუთრებული მზაკვრობით ებრძოდნენ ჩვენს სულიერ ცნობიერებასა და ხედვას,
რასაც ისინი იმჟამად მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ.
ბერძნულ–რუსულ–ებრაული ცნობიერებით სახეშეცვლილი ქართული ეკლესია და მთლიანად ერი თუ რა დღეში ჩააყენეს ურჯულო ბოლშევიკებმა, ეს ყველამ ვიცით.
ერს ღმერთი დაავიწყეს, ხოლო ეკლესია (ოფიციალური) უმწეო, დამორჩილებულ მდგომარეობაში ამყოფეს.
ამიტომ არც უნდა გიკვირდეთ, რომ ეკლესია და ერი ჯერჯერობით ვერ არის იმ სულიერ სიმაღლეზე.
იმ დონეზე, რა დონეც შესაძლებელს გახდის ,,ვეფხისტყაოსნის” სულიერ წვდომას, ხედვასა და შეფასებას!..
ჩვენ ჯერჯერობით ახლად აღდგენილ ლაზარეს ვგავართ, რომელსაც ჯერ კიდევ თეთრი ბურუსი ედგა თვალწინ.
- აწი იწყება დიდი გამოღვიძება.
მიუხედავად იმისა, რაც ჩვენმა ერმა და ქართულმა ეკლესიამ ბოროტის მანქანებით განიცადა,
– ქართული ქრისტიანული სული სულ ცოცხლობდა!
ცოცხლობდა ცალკეული წმიდანების სახით, რომლებიც მძიმე ტანჯვის ფასად, საიდუმლოდ ინახავდნენ ქართული სულის ჭეშმარიტ საგანძურს.
შოთა რუსთაველი დიდი წმიდანია, რომელიც დაჯილდოებული იყო არა მხოლოდ პოეზიის ნიჭით, არამედ მომავლის ჭვრეტის უნიკალური მადლითაც.
ჟამი ახლოსაა და ჩვენ გაგვეხსნება ნამდვილი ,,ვეფხისტყაოსანი” იმ სახით, რა სახითაც შექმნა ის მისმა ავტორმა.
მე არავის განვიკითხავ!…
ვგულისხმობ თანამედროვე ,,რუსთველოლოგებს”, მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს ის არ არის!…
ღმერთის გარეშე ,,ვეფხისტყაოსანი” არ შეიძლება იყოს შოთა რუსთაველის შედევრი.
მსოფლიო გაოგნდება,
როცა მას ქართველები ჩაახედებენ ვეფხისტყაოსნის ჭეშმარიტ არსში!…
ეს დრო მოდის.
თქვენ კი მინდა გითხრათ:
რომ ძალიან მომწონს ბატონ ზაურ ბიძინაშვილის კომენტარები.
აქვს მას ასეთი ნაშრომი:
,,სიმართლე რუსთაველისა და თამარის შესახებ”.
ეს ნაშრომი სხვა ხედვაა.
წაიკითხეთ,
ბევრ ახალს აღმოაჩენთ.
ეს სამზადისია!…
ასევე გირჩევთ, წაიკითხოთ ბატონ მერაბ ცინცაძის ნაშრომი რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანის რიცხვითი მეტყველება”.
ეს ნაშრომიც სულიერი ხედვის ნიმუშია.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1