Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
*************************************************************
არ შემაჩეროთ, მტერს ანდერძი უნდა ავუგო,
საზღვრების პირას ფეხქვეშ მახე უნდა დავუგო,
გამოიღვიძეთ ქართველებო, რა გემართებათ.
დღეს მტრის ჯინაზე ჩვენ ერთმანეთს მეტად გავუგოთ.
გავაგებინოთ ვისი ჯიში, ვისი მოდგმა ვართ,
ვისი გორისა, ურჯულოებს გავაგებინოთ.
ცოცხალი თავით რომ არ დავთმობთ ერთ მტკაველ მიწას
ხმალი ქარქაშში უბრძოლველად ჩავაგებინოთ.
გველეშაპებო, არ შეგრჩებათ დაღვრილი სისხლი,
ალგეთის ლეკვებს კვლავ გამოზრდის ხვალ საქართველო,
ნუ დაეცემი, გევედრები მამულო ჩემო,
გულში გიხუტებ კურთხეულო მინდორ-მთა-ველო.
სხვა ერისაგან დასაჩაგრი რა გვჭირს ქართველებს,
დიდი ილიას, აკაკის და ვაჟას ერი ვართ,
თუმცა ბნელ სიკვდილს თვალებშიდაც ბევრჯერ ჩავხედეთ,
აბჯარასხმულნი ბრძოლის ველზე მაინც ვმღერივართ.
სისხლის მსმელებო ამოგევსოთ ნაცრით თვალები,
ალბად ქართველთა სიცოტავემ გაგათამამათ,
თუ მოვიკრიბე გაფანტული ემიგრანტები,
თქვენს შესანდობარს ყანწით დალევს სუფრის თამადა.
ო...არა, არა, მოთმინების გასკდა ფიალა,
ადუღდა ძარღვში მოწოლილი სისხლი წკრიალა,
არ შემაჩეროთ მტერს ანდერძი უნდა ავუგო,
ჩემი ლექსებით სიტყვის მახე უნდა დავუგო.
გახსოვდეს მტერო, სიზმარშიდაც არ მოგელანდოს,
თავს არ დავზოგავ ჩემს სამშობლოს თუ დავჭირდები,
ვერ ეღირსებით საქართველოს უქართველებოდ,
ქართველი ერი არასოდეს გადავჯიშდებით.
მარინა ყიფიანის ლექსებიდან

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев