Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ქალი ნაზია როგორც ყვავილი,
ქალი სითბოა, ქალი სიტკბოა,
და სიყვარულის ედელვაისი.
ქალი ქარია, გიჟი მარტია,
ქალს თუ გაუგებ რა უხარია
ქალი მწერვალებს დაგაპყრობინებს
ის სიყვარულში ცეცხლის ალია.
ქალი სუსტი და ქალი ძლიერი,
ქალი ქარია, ზოგჯერ ქაჯია,
შენი გულისთვის შეცვლის სამყაროს.
თუ მისი გული შენით მთვრალია.
ქალი ცხოვრების დიდი აზრია,
მას სიყვარული, სითბო სწადია,
ცოტას მისცემ და ათასს აბრუნებს,
ის ღმერთმა შექმნა, შენი ძვალი აქვს.
ქალი გაგზრდის და ქალი გამრავლებს,
აგაყვავებს და ცაში აგაფრენს,
ქალი დედაა შენი შვილების
ქალს მოეფერე სანამ ის გელის.
ქალს ნურასოდეს ნუ ეტყვი აუგს,
მისი გული ხომ შენით მთვრალია,
გაუფერადე შენ მას სამყარო...
ქალს გაუფრთხილდე, შენი ვალია.
/მადონა გოგოლაძე/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3