Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
რეცეპტი:
ცომი: 1 კილო ფქვილი, 800 გრამი მარგარინი (თეო იყენებს „უსტამს“), 2 კვერცხი, 2 ს.კოვზი ძმარი, 1 ჩ.კ მარილი, ცივი წყალი 400 გრამი.
ინგრედიენტები ყველა უნდა იყოს ცივი ანუ მაცივრიდან გამოღებული. ნაწილი ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, ზედ დაახეხეთ მსხვილ სახეხზე დახეხილ მარგარინთან ერთად. როცა მარგარინს ბოლომდე ჩახეხავთ, დაამატეთ დანარცენი ფქვილი და ხელით კარგად მოჭყლიტეთ. ცალკე ჭიქაში ატქვიფეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ მარილი, ძმარი, 400 გრამი წყალი და ულუფა-ულუფა ჩაუშვით ფქვილში. ცომს ზელთ სწრაფად, მარგარინი რომ არ გადნეს და არ გაწყალდეს. გააკეთეთ გუნდა. გაყავით 3 ნაწილად. ჩადეთ ცალ-ცალკე პარკებში და შედგით მაცივარში. მინიმუმ 2 საათი დააყოვნებთ მაცივარში და შემდეგ აცხობთ...
კრემი: 1 ლიტრ ცივ რძეში ჩაუშვით წინასწარ ერთმანეთში არეული - 6 სადილის კოვზი ფქვილი და 200 გრამი შაქარი, კარგად გადაურიეთ (ან ფქვილი და საქარი ცოტა რზეში გახსენით წინასწარ და დაუმატეთ). მიიყვანეთ მოდუღებამდე, ურიეთ ხის კოვზით. ცხელ კრემში დაამატეთ ვანილი. როცა გაგრილდება დაუმატეთ წინასწარ ათქვეფილი 200 გრამი შაქრისა და 200 გრამი კარაქის მასა... ეს მასა მიქსერით შეათქვიფეთ კრემს.
კრემი წაუსვით გამომცხვარ ფირფიტებს და გემრიელად მიირთვით.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев