Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
გარეთ დაბარბაცებს ღამე გაჭირვებით
ჩემში შენი რითმის ფეთქვამ დაიბუდა,
შენში სიცოცხლეა მეტი გაცილებით...
რაღაც ამღვრეული გრძნობა მდინარეთა,
თავზე ხელაღებით ისე მეჩემება,
ასე მეგონა, რომ სადღაც მიმათრევდა...
თუმცა არც მიცდია მისი შეჩერება,
ციდან თავდაყირა დავრჩი შეკუმშული,
ირგვლივ ყველაფერი უცებ გაირინდა
ჩემი თვალები გაქვს ისე შესუნთქული...
თითქოს ყველა კადრი შენში გაიყინა,
როცა სულის შიგნით რაღაც იკაწრება,
ტანზე ჟრუანტელი დადის ალერსივით,
შენში ჩანჩქერივით სისხლი იკლაკნება
ჩემში სხეულია უფრო დალეწილი...
გულში ჩაბნეული თეთრი გვირილები,
ასე უსაშველოდ წვიმას ელოდება...
მეტად გაუფრთხილდი, რადგან ეს წამები
კარგო იცოდე, რომ არ განმეორდება.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1