Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
- ყველა ანგელოზთა შორის შენთვის ერთი ამოვარჩიე. ის შენ გელის, შენზე იზრუნებს და დაგიცავს. ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს. ამგვარად შენ მის სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები. - კეთილი. ენა რომ არ ვიცი, ადამიანების ნათქვამს როგორ გავიგებ ? - დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია, ანგელოზი დიდი სიყვარულით შეგასწავლის. - კეთილი უფალო. შენთან საუბარი რომ მომინდეს, როგორ მოვიქცე ? - ანგელოზი პირჯვარს გარდაგსახავს და ლოცვას გასწავლის. - გავიგე, რომ დედამიწაე ცუდი ადამიანებიც ყოფილან, მე ვინ დამიცავს ? - ანგელოზი თავის სიცოცხლესაც კი გასწირავს შენს დასაცავად. - მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვეღარ გნახავ... - ანგელოზი გამუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს. ამ დროს სამოთხეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამიწიდან გამოსული ხმები სამოთხეს სწვდებოდა. პატარა მიხვდა, რომ წასვლის დროა და ბოლო შეკითხვას უსვამს უფალს: - უფალო, თუ უკვე მოვიდა ჩემი წასვლის დრო, სწრაფად მითხარი, რა ჰქვია ჩემს ანგელოზს ? - მისი სახელი საჭირო არ არის, შენ მას დედას დაუძახებ

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев