Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
,,ანიუტკა” არაჟნის კრემით
მოკლედ- 200 გრ კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ 1,5 ჭიქა შაქარი,დაახლოებით 250 გრ დდ კარგად ავთქვოფოთ ერთად,შემდეგ დავუმატოთ 200 გრ არაჟანი,ვანილი გემოვნებით,1 ჩ/კ სოდა ძმრით და ფქვილი,დაახლოებით 3 ჭიქა(ცომი არ უნდა ეკვროდეს ხელს,მაფრამ არც ძალიან მაგარი არ უნდა იყოს),ამიტომ მთელი ფქვილი ერთად არ ჩაყაროთ,თანდათან ამატეთ,ცომი უნდა გაყოთ ოთხ ნაწილად და ცოტა ხნით ჩადევით მაცივარში(აუცილებელი არაა).ცომი უნდა გააბრტყელოთ ხელით ცხიმწასმულ ფორმაზე და გგმოაცხოთ 250-280 გრადუსზე,მალე ცხვება,როგორც კი შეწითლდება,მზადაა ,აიგეთ ფორმიდან სანამ ცხელია,თორემ მერე გაგიტყდებათ აღებისას.ასე გამოვაცხოთ ოთხივე ფირფიტა.რაც შეეხება კრემს-250 გრ კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ ერთი ქილა შესქელებული რძე,ვანილი,როდესაც კრემი მზად იქნება,დავუმატოთ 250 გრ არაჟანი,პატარ პატარა დოზით,რომ კრემი არ აიჭრას.დადგა მინანქრის ჯერიც-კაკაო 3 ს/კ+2 ს-/კ. შაქარი,2ს/კ არაჟანი+ ცოტა შესქელებული რძე+ 2ს/კ წყალი,ეს ყველაფერი ადუღეთ,სანამ არ შესქელდება და დაუმატეთ 50 გრ კარაქი.(ასე მომზადებული მინანქარი გამოდის სარკისებური,პრიალა და არ მაგრდება)ანიუტკას ვაწყობთ ჩვეულებრივათ,ფენებს შორის ვაჭრით ნიგოზს,ბოლო ფენაზე კი მინანქარი.გვერდებში წავუსვი კრემი.ზევიდანაც შეგიძლიათ მორთოთ ნიგოზით. პ.ს. მე ორ ფენას ცომიდან დავუმატე კაკაო,ისე არარის აუცილებელი) გემრიელად მიირთვით😊❤️

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 7