Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
რა იქნება, სიკვდილამდე ათასჯერ არ მოვკლათ ერთმანეთი და გული არ გავუხეთქოთ…
მერე რა, რომ ვსუნთქავთ, ჰაერს ვყლაპავთ, სტრესმა, ღვარძლმა, აგრესიამ შეიძლება ისე გაგვანადგუროს, სიკვდილი სანატრელი გაგვიხდეს…
რა მნიშვნელობა აქვს როგორ კუბოში მომათავსებ, თუ ციცხალი შემიძულე და ერთხელ არ დაინტერესდი, რითი ვარ, რა მწყინს, რა მახარებს…
რა იქნება, ჩვენ გარშემო ასე უგონოდ ატეხილმა სიკვდილმა ერთხელ მაინც გვასწავლოს ჭკუა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს…
მიცვალებულთა პანაშვიდი, საფლავზე სიარული სინდისს ვერ დაგვიმშვიდებს, თუ ძალას არ ვიშურებთ სხვის წასაქცევად… ამდენი სიყალბე სადღაც ხომ უნდა დამთავრდეს…
ცოცხალს მეტი სითბო და სიყვარული სჭირდება. ჰო, სიცოცხლის გახანგრძლივება ამითაც შეიძლება…
რა იქნება, ერთ დღეს ავდგეთ და კარი მივუხუროთ ყველა ბოროტებას…
რა იქნება, რა!..

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев