Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
რაც უფრო მცოდნენი და ძლევამოსილები ვართ, მით უფრო მძიმე სასჯელს მივიღებთ ცოდვების გამო. თუკი მდიდარი ხარ, შენ უფრო მეტი შესაწირის გაღება გევალება, ვიდრე ღარიბს; თუკი ჭკვიანი ხარ, მეტი მორჩილება მოგეთხოვება; თუკი ძალაუფლებით ხარ მოსილი, აჩვენე უბრწყინვალესი დამსახურებანი. ასევე სხვა ყველაფერში პასუხს აგებ შენი ძალების შესაბამისად.
ჯოჯოხეთიდან არავის უშვებენ, იქ დამწყვდეულები მარადის იწვიან ცეცხლში და ისეთ ტანჯვას განიცდიან, რომლის აღწერა შეუძლებელია. თუკი არანაირ სიტყვას არ შეუძლია გადმოსცეს ის სასტიკი ტანჯვა, რომელსაც აქ დამწვარი ადამიანები განიცდიან, მით უმეტეს, გამოუხატველია იქ ტანჯულთა ტკივილი. აქ მთელი ტანჯვა რამდენიმე წუთში სრულდება, იქ კი ცოდვილი მარადიულად იწვის და არ იწვება.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев