Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
თუ როგორ ვხვდებოდი უშენოდ ალიონს
ამ მძიმე ტკივილებს თუ როგორ ვიტანდი
ამდენმა ფიქრებმა ლამის გადამრიოს.
ვერასდროს ველევი ოცნებას ნაფერებს
ვცდილობ რომ მოშავო ბურუსი გავყარო
უშენოდ ცხოვრება მე უფრო მაბერებს
და უფრო გულგრილად ვუყურებ სამყაროს.
რამდენჯერ ვეცადე რომ აღარ მედარდე
რომ აღარ მეღვარა მდუღარე ცრემლები
ვცდილობ,ამ გულიდან ვერაფრით გაგაგდე
ვიცი რომ შენნაირს ვეღარსად შევხვდები.
ისევ უბედობა მე ჩემი მატირებს
გრძნობებით გადაღლილს გამთქვამენ ლექსები
სიზმრები წარსულზე ღამით არ მასვენებს
ან შენგან რას ვითხოვ,ამასაც ვერ ვხვდები.
ნუთუ ერთხელ მაინც არასდროს მინატრებ
განწირულს წყვდიადის უფსკრულთან შემამჩნევ
წარსულში ჩაკარგულ იმ ძველ გზას მიაგნებ
რომელსაც ოცნებით მოჰყავდი ჩემამდე.
ვერასდროს მიხვდები,თუ როგორ მიყვარდი
უშენოდ ცრემლებით შევხვდები ალიონს
აქამდე ტკივილებშ მდუმარედ ვიტანდი
არ მინდა დღეს შენზე ფიქრებმა დამლიოს!

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев