Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
აგებულია ბედისწერაზე...და ვიბადებით, უმწეონი
ცოდვილ მიწაზე. დაბადებიდან ღმერთი გვაძლევს მფარველ ანგელოზს....ნეტავ ვინ არის? ანგელოზი ჩვენი მფარველი? და ჩვენ ვღებულობთ ამ ანგელოზს - დედისა სახით. დედა მშობელი! რამდენი გრძნობა იმალება ამ ორ სიტყვაში. დედაა ჩვენთვის დაბადებიდან მთელი სამყარო,და მის დაკარგვით დედამიწა გვეცლება ფეხქვეშ... მე ვიზრდებოდი, სიყვარულით სავსე ოჯახში...დედა მშობელი მზრუნველობით თავს მევლებოდა...მე ვიზრდებოდი, და არ ვიცოდი, თუ რა მელოდა,
და ბედისწერა რას მიმზადებდა,რას მიმზადებდა მე მომავალში....მდგომარეობამ მოითხოვა,და მე დავტოვე ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო მშობლების ნებით. სრული ორმოცი წელი გავიდა ჩამოსვლის დღიდან. ორმოცი წელი რა დიდი დროა...მთელი ცხოვრება...ჩამოსვლის დღიდან ჩემი ცხოვრება, სიზმარს მაგონებს. სიზმარს მაგონებს, გამოღვიძების დრო კი არ მოდის....ილუზიებმა დამღალეს ძლიერ, თავის დახწევის ძალა არ მყოფნის. და ვიკარგები მე ილუზიის, მე ილუზიის ლაბირინთებში....ძაფი რომელიც მაკავშირებდა ჩვენს რეალობას, გამიწყდა ალბათ....
როგორ დავბრუნდე? ეს აღარ ვიცი. გზას ვერ ვპოულობ....და ასეთ დღეში ,მე ფიქრები შემომეჩვია, დამისაკუთრეს, და ჩავიძირე ფიქრთა მორევში....რამდენი კითხვა იბადება ჩემს გონებაში, და ყოველივე ნაყოფია ჩემ ფანტაზიის. ვეღარ ვაჩერებ კითხვების ნაკადს, ვიღლები ძლიერ ,შველა არ არის....და დახმარბის ხელს მე მიწოდებს ბუნების ძალა....ამ კითხვებისაგან იქსოვება სუდარა ჩემთვის, მის მოცულობას არა აქვს ზღვარი...მინდა ვიცოდე ეს სუდარა მარტო ჩემია?
და გავეხიე ამ სუდარაში, ვითარც ბავშვს აწვენს, დედა აკვანში...ვიცი მამზადებს, ვიცი მამზადებს მე ბედისწერა,ნეტავი რისთვის? იმედს არ ვკარგავ...ვიცი! დრო მოვა გამოღვიძების, და ილუზია გაქრება ჩემთვის.კარს მე გამიღებს რეალობა, რეალობა ჩემი ცხოვრების. და კითხვებისგან მოქსოვილი ჩემი სუდარა, შემოეცლება ამ ჩემს სხეულს. დაუბუნდები მე ჩემ ცხოვრებას განახლებული,ახალ სხეულით და სუფთა სულით. მე ამის მჯერა...
და ყოველივე რაც გავიარე რჩება წარსულში...აი ეს არის რეალობა, რეალობა ჩემი ცხოვრების...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев